logo
ENG



"ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ" - კულება სააკაშვილზე

13 ოქტ 202116:11
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტზე არიან. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

"ადვოკატებს აქვთ მასთან კონტაქტი. კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა. მასთან უკვე შედგა რამდენიმე საუბარი, სადაც მისი პოზიცია გავიგეთ. ასევე, ვიცით ადვოკატების პოზიცია. ამჟამად საქმის იურიდიულ საქმეს ვსწავლობთ, ვარჩევთ საუკეთესო ალგორითმს, რომელსაც ამ ვითარებაში გამოვიყენებთ", - განაცხადა მინისტრმა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ხოლო ისინი "საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ტოვებენ".

"ამიტომაც, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, როგორი გზით ვიაროთ, ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ ექსტრადიცია, ინფორმაციას გავავრცელებთ", - განაცხადა კულებამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველებმა ის ციხეში მოინახულეს, გამოსვლის შემდეგ კი თქვეს, რომ სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.


close დახურვა